|
|
|
|
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ურუშაძე საქართველოში სტუმრად მყოფ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დიპლომატიური კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდა. ანდრია ურუშაძემ სტუმრებს ქალაქში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გააცნო და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და რობერტ ბოშის ფონდის თანამშრომლობით, ასევე, საგარეო პოლიტიკის საკითხებში გერმანული საზოგადოების მხარდაჭერით, დიპლომატიური კოლეჯი ბერლინში 2006 წლიდან ფუნქციონირებს.სასწავლებელში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ახალგაზრდები დიალოგის ნოვატორულ პლატფორმასა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დიპლომატიური საკითხების ფართო სპექტრს სწავლობენ. კოლეჯის მიზანია კვალიფიციური დიპლომატების აღზრდა, რათა მათ ხელი შეუწყონ თანამშრომლობას მშვიდობის, თავისუფლების, კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის განვითარებას საერთაშორისო ურთიერთობებში.
დიპლომატიური კოლეჯში ყოველწლიურად სწავლობენ და შესაბამისად კვალიფიკაციას იმაღლებენ გერმანიაში აკრედიტირებული ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების ახალგაზრდა დიპლომატები. (სულ 12 მონაწილე). პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეებისათვის გერმანიის უკეთ გაცნობას, ხელს უწყობს მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღებასა და კონტაქტების გაღრმავებას.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
იუსტიციის სამინისტრომ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შემუშავებული მოქალაქის პორტალის MY.GOV.GE პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას თბილისის მერი გიგი უგულავა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ბოლო წლების განმვალობაში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის პროცედურების გამარტივება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად გამოიყენება თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემები, რომელებიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს სახლიდან თუ სამუშაო ადგილიდან გაუსვლელად დისტანციურად ისარგებლოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქრურების მომსახურებით.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო აქტიურად მუშაობდა Microsoft-სა და HP-სთან ერთად მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში არსებული მონაცემების ურთიერთგაცვლის თანამედროვე მოდელის აგება. პროექტის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა ერთ ონლაინ რესურსში თავმოყრილი იყოს სახელმწიფო ელექტრონული სერვისების მოძიება და გამოყენება. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის გამართვის პარალელურად საქართველოში ელექტრონული ID ბარათები დაინეგრა.
ID ბარათის გამოყენება ყველაზე ეფექტურად მოქალაქის პორტალზე my.gov.ge არის შესაძლებელი. ID ბარათის გამოყენებით მოქალაქე დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით მიიღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას - იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა.
გიგი უგულავა: ის სიახლე რომელიც ID ბარათების შემოღებით დაინერგა, შეიცავს ადამიანისათვის ბევრ საინტერესო სერვისს. ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანს გაუადვილდეს ცხოვრება და საქმიანობა, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. იუსტიციის სახლში მომუშავე ყველა ადამიანს ტრენინგებიც კი უტარდებათ, ისეთივე, როგორიც საერთაშორისო ბანკების თანამშრომლებს, რადგან თითოეული ადამიანის ინტერესებში უნდა შედიოდეს ხალხის დახმარება და მათთვის საქმის გაადვილება. აქამდე თუ ბიუროკრატი გზას უჭრიდა ადამინის ნებისმიერ ინიციატივას , ეხლა უნდა გახდეს მისი მომხრე და ხელი შუწყოს მის განვითერებას . ჩვენ ვქმნით სახელმწყიფოს, სადაც ადამიანს ხელი კი არ შეეშლება არამედ გაუადვილდება ცხოვრება.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
უხვი ნალექების შედეგად, ქალაქში შექმნილი მდგომარეობის შესაფასებლად დღეს თბილისის მერის ინიციატივით, ისანი–სამორის რაიონის გამგეობაში საგანგებო სხდომა გაიმართა. გიგი უგულავა დეტალურად გაეცნო თბილისის ყველა რაიონში არსებულ მდგომარეობას. მისი განცხადებით გაიზრდება სარეზერვო ფონდი, რათა მოხდეს სტიქიური უბედურების შედეგად თითოეული დაზარალებული ოჯახის დახმარება და ქალაქის დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა.
ამ დროისთვის დადგინდა, რომ ყველა დაზარალებული ოჯახი სტიქიამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე ქირით ცხოვრობდა და მერიამ თითოეულ მათგანს პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე კეთილმოწყობილი ბინები უქირავა.
გიგი უგულავა:
მინდა გითხრათ, რომ ეს რამდენიმე დღე იქნება მნიშვნელოვანი და კრიტიკული. ცენტრალური გზები გაიხსნა და გზის დაგება, სადაც საჭირო იყო დაწყებულია, მაგრამ ეხლა ინდივიდუალურად უნდა ვიმუშაოთ იმ სახლებზე სადაც წყალი შევიდა, ორთაჭალის ხევი იქნება, კრწანისის ქუჩის მიმდებარე სახლები, თუ სხვა ცხელი წერტილები. ეს ორი-სამი დღე არის მნიშვნელოვანი, რომ შუა გზაში არ მივატოვოთ ის ადამიანები, ვისაც დახმარება სჭირდებათ. მქონდა პრეზიდენტთან საუბარი, გარკვეული თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა, ასევე უნდა მივმართოთ საკრებულოს, რათა გაიზარდოს სარეზერვო ფონდი. დაახლოებით 2-3 მლნ ლარი მაინც დასჭირდება იმ სამუშაოებს, რაც ჩასატარებელია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა არცერთი ადამიანი არ დავტოვოთ გაჭირვებაში.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
არასამთავრობო ორგანიზაცია ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ და ესტონეთის მთავრობის ინიციატივითა და თბილისის მერიისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში საგზაო უსაფრთხოების მოედნების მოწყობა დაიწყო. საპილოტე პროექტი თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლისა და მის მიმდებარე 171-ე საბავშვო ბაღის ტერიტოტირაზე განთავსდა.
აღნიშნულ მოედნებზე წარმოდგენილია მაღალი ხარისხის საგზაო აღჭურვილობა, საგზაო ნიშნები, ველოსიპედები და თემატიკიდან გამომდინარე გასართობი საშუალებები. პროექტის მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის წესების შესახებ, პრაქტიკული ტრეინინგებისა და მეცადინეობების საშუალებით მოზარდების ცნობიერების ამაღლებას. ნებსმიერ სკოლას შესაძლებლობა ექნება საკუთარი სკოლის მოსწავლეები ადგილზე მოიყვანოს და პრაქტიკული თუ თეორიული მეცადინეობები ჩაუტაროს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და ესტონეთის მთავრობა პროექტის გაფართოებას უახლოეს მომავალში გეგმავს და მსგავსი სახის მოედნები ქალაქის სხვადასხვა უბანში მოეწყობა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
ასეთი წყალდიდობა ხანდაზმულ თბილისელებსაც არ ახსოვთ: კოკისპირულმა წვიმამ დიდი გამოცდა მოგვიწყო მოქალაქეებსაც და ქალაქის მერიასაც. შაბათს, გვიან ღამით, დაახლოებით 23 საათზე, საგანგებო სიტუაციათა სამსახურში შემოვიდა პირველი შეტყობინება სტიქიის შესახებ. ამ მომენტიდან, მერიის ყველა სამსახურმა მობილიზაცია გამოაცხადა და უკლებლივ ყველა თანამშრომელი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. თბილისის მერი, გიგი უგულავა პირადად ხელმძღვანელობდა სამაშველო სამუშაოებს.
უმთავრესი საზრუნავი, რა თქმა უნდა ადამიანების სტიქიური უბედურების ზონიდან გამოყვანა იყო. შეიძლება ითქვას, ათასობით ადამიანი, განსაკუთრებით სტიქიის ეპიცენტრში, ანუ კრწანისის რაიონში, - გულიას მოედანზე, - სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა! 2-3 მეტრის სიმაღლის ტალღა და ღვარცოფი სახლებს წალეკვით ემუქრებოდა. ძირფასვიანად მოთხრილმა ხეებმა წყალგამტარი კოლექტორების დაგმანვა გამოიწვია. შედეგად, გულუას მოედანზე ნამდვილი ტბა წარმოიშვა.
მერიის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი - თემურ გიორგაძე: „წყალი უკვე საცხოვრებელი სახლების მესამე სართულამდე აღწევდა. პირველ რიგში ადამიანების გადარჩენაზე უნდა გვეზრუნა. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი იყო. მაცხოვრებელთა გამოსაყვანად ნავები გამოვიყენეთ. გარდა ამისა, მოვახერხეთ კოლექტორის გახსნა, რამაც გულიას მოედანზე წყლის თანდათანობით დაწრეტა განაპირობა. ამოტუმბვის სამუშაოები ამ წუთშიც მიმდინარეობს. რაც მთავარია, სასიცოცხლო საფრთხე აღარ არსებობს. ყველა ადამიანი სამშვიდობოსაა გამოყვანილი და აღარაფერი ემუქრებათ“
სამწუხაროდ, სტიქიამ 5 ადამიანი იმსხვერპლა. დაიღუპნენ დედა და მისი ორი შვილი, აგრეთვე იმ ბინის დიასახლისი ახალგაზრდა ქალი, რომელშიც ისინი სტუმრობდნენ. დაიღუპა აგრეთვე 84 წლის ქალბატონი. მერიის სოციალური მომსახურების და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი - მამუკა ქაცარავა: „ყველაზე მძიმე დანაკლისი, რა თქმა უნდა ადამიანთა დაღუპვაა. ეს უდიდესი ტრაგედიაა. გარდაცვლილი დედა-შვილი გორელები იყვნენ. ისინი უკვე გადავასვენეთ გორში. ხუთივე დაღუპულის დაკრძალვის ყველა სარიტუალო ხარჯს მერია გაიღებს. რაც შეეხება დაშავებულებს, 35 ადამიანს გავუწიეთ ამბულატორული დახმარება. 7 მოქალაქე გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ყველა მათგანი უკვე გამოწერილია. შეიძლება ითქვას, დილისათვის უკვე არც ერთი ადამიანი სამედიცინო დახმარებას აღარ საჭიროებდა“.
სტიქიის შედეგად 11 ოჯახი (სულ 32 ადამიანი) დარჩა უბინაოდ. მერის მითითებით, ქალაქის სოციალურმა სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო ზრუნვა საცხოვრებლით მათ უზრუნველყოფაზე. მერიამ არა მხოლოდ დააბინავა ყველა ოჯახი, თანაც მათი მოთხოვნით, იმავე რაიონში, არამედ მოამარაგა ისინი საკვებით, ტანსაცმლით, საბავშვო ნივთებით და სასკოლო სახელმძღვანელოებით. ამჟამად უკვე ყველა დაზარალებული ოჯახი მოვლილია: დაბინავებულია და უზრუნველყოფილია ყველფრით, რაც ადამიანს სასიცოცხლოდ სჭირდება.
მარინა ყველაშვილი „სულ რამდენიმე წუთით გამოვასწარი. ჩემი ოთახი საერთოდ მოწყვიტა და სულ წაიღო წყალმა. თითქმის ყველაფერი დავკარგე. მაგრამ მერიის ძალიან მადლობელი ვარ. საცხოვრებლითაც დამაკმაყოფილეს. მერიის თანამშრომლებმა გადაგვარჩინეს და დაგვამშვიდეს.. ღმერთმა გადაუხადოთ ამ სიკეთისთვის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა“.
ირმა ბოჭორიშვილი: „წყალდიდობა რომ დაიწყო, გარაჟს შევაფარე თავი. ვკიოდი, - მიშველეთ მეთქი. მერიის მაშველებმა გამომიყვანეს. ორთაჭალაში დაგვაბინავეს დროებით და ამჟამად ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. საკვებითაც დაგვეხმარენ“.
წყალდიდობამ თბილისი სერიოზულად დააზარალა. ზუსტი ფინანსური აღიცხვა ჯერ არ მომხრდარა, თუმცა, შეიძლება ითქვას, ფინანსური ზარალი ათეულ მილიონს გადააჭარბებს. ტარიელ ხიზანეიშვილი - თბილისის მერის მოადგილე: „გულწრფელად რომ გითხრათ, იმან, რაც გულუას მოედანზე და კრწანისის რაიონში ხდებოდა, იაპონიის ცუნამი გამახსენა. მატერიალური ზარალი დიდია. დაზარალდა სახელმწიფო უწყებებიც, რომლებიც სტიქიის ეპიცენტრთან მდებარეობდნენ.
წყალდიდობამ დაადასტურა, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში ძველი თბილისის აღდგენითი სამუშაოები, რომლებმაც ჩვენი დედაქალაქი ესოდენ გაალამაზა და ბევრ რაიონს ძველებური ელვარება დაუბრუნა, ყველაფერთან ერთად, საქალაქო ინფრასტრუქტურის განახლებასაც ისახავდა მიზნად, რამაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო. დავით ნინიძე - თბილისის ვიცე-მერი:„წყალდიდობამ ვერაფერი დააკლო ქალაქის იმ რაიონებს, სადაც აღდგენითი სამუშაოები განვახორციელეთ. ყველა კოლექტორმა და მიმღებმა ბრწყინვალედ იმუშავა. როდესაც დილით აღმაშენებლის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია შემოვიარეთ, პრობლემა მხოლოდ დაგროვილი ნაგვის აკრეფა იყო, რასაც მეეზოვეები იოლად გაუმკლავდნენ“
სტიქიამ მხოლოდ მცირე ხნით შეაფერხა ტრანსპორტის მუშაობა. კვირას, დღის მეორე ნახევრისათვის დედაქალაქში უკვე ყველა გზა გაიხსნა. აკაკი ჯოხაძე - მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: „ამჟამად ყველა გზა თავისუფალია. სამარშრუტო ტაქსები და მუნიციპალური ავტობუსები ჩვეულებრივად მოძრაობენ. მხოლოდ მცირე ხნით მოგვიხდა ზოგიერთი მარშრუტის კორექტირება“.
თბილისი მერი თავიდანვე ჩაერთო სტიქიის შედეგთა აღმოფხვრასა და მოსახლეობის დახმარებაში. გიგი უგულავამ პირადად მოინახულა დაზარალებული ოჯახები. მისი თქმით, მთავარი საზრუნავი ადამიანები არიან: „ინსფრასტრუქტურას დიდი ზარალი მიადგა, მაგრამ ყველაფერს ეშველება. ამჟამად აუცილებელია დავეხმაროთ ადამიანებს. პირველ რიგში გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ, ვინც უსახლკაროდ დარჩა. უნდა დავაბინავოთ ისინი და დავაპუროთ კიდეც“.
მერია არც ერთ ოჯახს, არც ერთ მოქალაქეს არ მიატოვებს გაჭირვებაში. ყველა ადამიანის, თითოეული ოჯახის სატკივარი ჩვენი გულისტკივილი იქნება. გაჭირვებაში შეიცნობა, რამდენად უნარიანი და შემძლეა სახელმწიფო აპარატი, რა სარგებლობა მოაქვს რეფორმებს, რომლებსაც სწორედ თბილისელთა საკეთილდღეოდ ვახორციელებთ. რომ არა ეს რეფორმები და მთლიანობაში, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გაწეული სამუშაო, მსხვერპლიც და ზარალიც გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
გუშინ ღამე თბილისში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლები. სამწუხაროდ სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი. თბილისის მერია მწუხარებას გამოთქვავს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს. აჟამად მიმინარეობს ქალაქის სხვადასხვა ადგილებში არსებული დაზიანებების აღმოფხვრა, სახლებიდან წყლის ამოტუმბვა და მოსახლეობის დახმარება. 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს თბილისის ყველა საქალაქო სამსახური. მოძრაობა ქალაქის ქუჩებში შეუფერხებელია, ჩვეული გრაფიკით მოძრაობს საქალაქო ტრანსპორტი. თბილისის მერია სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებულ ხარჯებს დაითვლის და მოსახლეობას დაეხმარება. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უკვე დაიწყო.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
12-13 მაისს შარდენის ქუჩაზე თბილისის მერიისა და ორგანიზაცია „თბილი-ისის“ მიერ ორგანიზებული ორდღიანი „შოკოლადისა და პოეზიის“ ფესტივალი იმართება. ფესტივალში საქართველოში არსებული შოკოლადის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიები მონაწილეობენ. „შოკოლადისა და პოეზიის“ ფესტივალის ფარგლებში, 10 ახალგაზრდა ქართველი ავტორისა და საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების, მიუსაფარი ბავშვებისა და პატიმრების ნაწარმოებების მიხედვით გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართება.
დღეს „შოკოლადისა და პოეზიის“ ფესტივალის გახსნას თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა დაესწრო.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
თბილისის მერიისა და ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, წელს პირველად თბილისში საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში: “Tbilisi Cup – 2012” ტარდება, რომელშიც მსოფლიოს 10 ქვეყნის: საქართველოს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთის, რუსეთის, სომხეთის, ჩეხეთის, პოლონეთის, უზბეკეთისა და აზერბაიჯანის 70 წარმომადგენელი მონაწილეობს. სპეციალურად ტურნირისთვის საქართველოში იმყოფება და ტურნირს აფასებს ოლიმპიური ჩემპიონი, ტანვარჯიშის ევროპის ფედერაციის წარმომადგენელი მარინა ლობაჩი. ტურნირის გახსნას თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო.
|
|
სიახლე
|
|
|
|
|
|
|
ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. ღვინის ფესტივალები მეღვინეობის ტრადიციების მქონე ყველა ქვეყანაში ტარდება. ფესტივალში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ოჯახურ მარნებისთვის, რათა ჩამოასხან ღვინო და ქართულ ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ.
ფესტივალში ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია და მცირე მარანი მონაწილეობდა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იყო ოჯახური ღვინოები, რომელიც ღვინის კლუბის სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია. ღვინის ჩამომსხმელმა კომპანიებმა, მცირე მარნებმა და ოჯახებმა, ფესტივალზე ცნობილი და იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაწურული ღვინოები წარმოადგინეს. ღვინის ფესტივალი თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა, წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო და ფესტივალის მონაწილეებს გაესაუბრა.
|
|
სიახლე
|
|
|
|